Accentnews.ge
„ვაგნერს“ ამჯერად უჭირს რუსი პატიმრების გადაბირება - მედია

„ვაგნერს“ ამჯერად უჭირს რუსი პატიმრების გადაბირება - მედია

06/02/2023 17:48:18 მსოფლიო

არაფორმალურმა რუსულმა დაჯგუფება „ვაგნერმა“ გასული წლის დეკემბრიდან მეორედ მოიარეს რუსული კოლონიები და პატიმრებს გათავისუფლების სანაცვლოდ უკრაინაში ბრძოლა შესთავაზეს, თუმცა ამჯერად გაცილებით ნაკლები პატიმრის გადაბირება მოახერხეს, ვიდრე ზაფხულსა და შემოდგომაზე, როდესაც ათასობით პატიმარი წავიდა საომარი მოქმედებების ზონაში, წერს გამოცემა „მედიაზონა“ თავის ვრცელ მასალაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ახლა პატიმართა გადაბირება მიმდინარეობს „არა ისე საზეიმო ვითარებაში“, როგორც პირველ ეტაპზე იყო: „მთელი კოლონია აღარ დგას აღლუმის მოედანზე და თავად ევგენი პრიგოჟინი აღარ ჩამოდის ვერტმფრენით - უფრო დაბალი რანგის პირებით გადიან ფონს". გამოცემა აღნიშნავს, რომ ამჯერად ბევრად ნაკლები ადამიანის გადაბირებაა შესაძლებელი, მათ შორის, იმიტომ, რომ ფრონტიდან ახალმა ამბებმა და ყოფილ პატიმრებთან საუბრებმაც ბევრი დაარწმუნა, რომ ომში სიკვდილის რისკი ძალიან მაღალია, ხოლო შეწყალების დაპირება არაა გარანტირებული. „მედიაზონა“ ერთ-ერთ პატიმარს ციტირებს, რომელიც ეყრდნობა ბახმუტთან მებრძოლის ნაამბობს: „მან თქვა, რომ აქედან წასულთა მხოლო 20%–ია ცოცხალი“.

გამოცემის ცნობით, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა და მისმა ქვეშევრდომებმა წამოიწყეს კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს პატიმრების დარწმუნებას, რომ წავიდნენ საომრად. კერძოდ, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ახალწვეულთა პირველმა ჯგუფმა უკვე მიიღო შეწყალება და დაბრუნდა სახლში.

რამდენი ადამიანი გაიყვანეს საომრად რუსული კოლონიებიდან, ზუსტად არ არის ცნობილი. სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა გასულ წელს პატიმრების რაოდენობის 30 ათასით შემცირება დააფიქსირა. თებერვლის დასაწყისისთვის „მედიაზონამ“ შეძლო, დაედასტურებინა 567 დაქირავებული პატიმრის გარდაცვალება - რეალური რიცხვი შეიძლება, მნიშვნელოვნად მაღალი იყოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S