
სააკაშვილი: „ვერაფერი გამტეხავს! ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა!"
06/02/2023 16:53:50 პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ახლა „გაბრაზების და ბრძოლის“ დროა.
სააკაშვილის განცხადება მის “ფეისბუქ"–გვერდზე მას შემდეგ დაიდო, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ მისი ადვოკატების შუამდგომლობა.
„მე ვერაფერი გამტეხავს! ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა! ყველა ძალის გაერთიანების დროა! ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს!“,- წერს სააკაშვილი.