Accentnews.ge
თურქეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი

თურქეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი

06/02/2023 15:45:00 საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა.

"თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საელჩოს თურქეთის ქ. ანთაქიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის - ო.ც. გარდაცვალების შესახებ თვითმხილველმა აცნობა.

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით. საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: მანამდე ცნობილი გახდა, რომ დამანგრეველ მიწისძვრას 67 წლის ნანი ზარანდია ემსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S