
აშშ-ის მოსახლეობის ნახევარმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა
01/11/2019 14:23:40 სხვა, მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის აზრი ქვეყნის რიგით 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამის იმპიჩმენტის აუცილებლობის საკითხში თითქმის ტოლად ორ ნაწილად გაიყო: 49% ტრამპის იმპიჩმენტს ემხრობა, 47% წინააღმდეგია,- ასეთია Washington Post-ABC New-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები. ანალოგიური შედეგები დაიდო სხვა ბოლოდროინდელი კვლევების შედეგადაც,- იუწყება RealClearPolitics.
ამასთან, იმპიჩმენტს ეწინააღმდეგება რესპუბლიკელების 82% და მხარს უჭერს დემოკრატების 82%, ხოლო ქვეყნის იმ მაცხოვრებლებს შორის, რომლებიც დასახელებული პარტიებიდან არც ერთს არ ემხრობიან, ტრამპის გადაყენებას 49% ეწინააღმდეგება და 47% მხარს უჭერს.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის წესები რეზოლუციით დაამტკიცა. წარმომადგენელთა პალატამ, რომელშიც უმრავლესობას „დემოკრატები“ შეადგენენ, 232 ხმით 196-ის წინააღმდეგ, განსაზღვრა წესები, რომლებიც საჯარო მოსმენების დროს იმოქმებდებს.
კონგრესის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და პროცესს „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა.
"დემოკრატებმა" პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის საჭირო ფორმალური პროცედურა სექტემბერში დაიწყეს. ამის საფუძველი გახდა 25 ივლისს დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტრამპი ზელენსკის პოლიტიკური ოპონენტის - ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უკრაინას სამხედრო დახმარების შეწყვეტით ემუქრებოდა.