თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ 2 300-ს გადააჭარბა
06/02/2023 15:33:30 მსოფლიო
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 300-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეტში ამ დროისთვის დასტურდება 1500–მდე ადამიანის დაღუპმა, 430–ის სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 380-ზე მეტი კი, მეამბოხეების მიერ კონტროლირებადზე.
დაღუპულთა შორისაა საქართველოს მოქალაქე.
ამასთან, მზარდია დაშავებულთა რაოდენობაც. ბოლო ცნობებით, ეს რიცხვი თურქეთში 7 600-ს აღწევს, ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კი 1 300-ს.
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა. სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. მას მოჰყვა განმეორებითი ბიძგები, თუმცა შუადღისას 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა.
ვარაუდობენ, რომ მონაცემები მნიშნელოვნად გაიზრდება, რადგან ნანგრევებს ქვეშ ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები, კლიმატური პირობები ართულებს უწყვეტად მიმდინარე სამუშაოებს, ამასთან, დღეს თურქეთში ყინვას პროგნოზირებენ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ნანგრევებს ქვეშ მოყოლილი ადამიანების მდგომარეობას.
ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, დახმარებოსთვის მზაობა 45–მა ქვეყანამ, ევროკავშირმა და ნატომ გამოხატა, მათ შორისაა საქართველო. ქართველ მაშველთა ჯგუფი ტექნიკასთან ერთად გაემგზავრა თურქეთისკენ.


