
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპული ქართველი 67 წლის ნანი ზარანდიაა
06/02/2023 14:32:43 საზოგადოება
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქე 67 წლის ნანი ზარანდიაა. ის სენაკიდან იყო და 12 წელია, თურქეთში ცხოვრობს.
ოჯახის წევრების თქმით, ქალი იმ კორპუსის ნანგრევებში მოჰყვა, სადაც მუშაობდა. ოჯახს მომხდარის შესახებ დამსაქმებლებმა აცნობეს.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საელჩო და დაღუპულის გადმოსასვენებლად შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა. სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე დაფიქსირდა.
საქართველომ სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩასართავად შესაბამისი ტექნიკასა და მაშველები გაგზავნა.