მიწისძვრის შედეგად თურქეთში, სულ მცირე, 1 014 ადამიანია დაღუპული, სირიაში – 783
06/02/2023 13:07:34 მსოფლიო
დღეს თურქეთის ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა.
სირიაში მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 783 ადამიანი, დაშავებულია ათასობით პირი.
რაც შეეხება თურქეთს, ქვეყანაში 1 014 ადამიანია დაღუპული და 5000–ზე მეტი დაშავებულია.
ორივე ქვეყანაში აცხადებენ, რომ მსხვერლთა რაოდენობა სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანას.
ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელში ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ იუწყებიან.


