„ბირთვული შანტაჟი პუტნის წინააღმდეგ იწყებს მუშაობას“: აშშ საფრთხეებზე პასუხს განიხილავს
06/02/2023 12:41:00 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ატარებს სამხედრო წვრთნებს, მაგრამ არა იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გადაწყვეტს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას,– ამის შესახებ The New York Times ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.
მათი თქმით, ბოლო დროს შემცირდა ვაშინგტონის შეშფოთება იმის შესახებ, რომ პუტინი შესაძლოა, წავიდეს ბირთვულ ესკალაციაზე. კრემლი გააფრთხილა ჩინეთმა ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობის თაპბაზე. გარდა ამისა, გაუმჯობესდა რუსულ-ამერიკული კომუნიკაციების არხები და IAEA-ს ექსპერტები ჩართეს უკრაინაში არსებულ სიტუაციაში.
მიუხედავად ამისა, New York Times-ის წყაროები ამბობენ, რომ ბირთვული ესკალაციის შიში მაინც ახდენს გავლენას გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე: ვარაუდობენ, შემდეგ ჯერზე, დასავლეთისთვის ბირთვული არსენალის არსებობის შეხსენებისთვის, პუტინმა შეიძლება, გამომწვევად წარმოადგინოს თავისი ბირთვული იარაღის მატარებლები ისე, რომ ეს აშშ-ში დაინახონ.
ჯერჯერობით აშშ-ის არმია ვერ ხედავს ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად რუსეთში სერიოზული მზადების ნიშნებს, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის მუქარას კი არასერიოზულად აღიქვამენ. ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე მუქარა რამდენჯერმე გააჟღერა პუტინმაც.
თუმცა, შეერთებულ შტატებში ვარაუდობენ, რომ პუტინმა გააცნობიერა, რომ ბირთვული საფრთხე, რასაც ის ზეწოლის ბერკეტად მიიჩნევდა, მის წინააღმდეგ მუშაობას იწყებს – განუცხადა NYT-ს თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.
მიუხედავად ამისა, CIA-ს ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი მიიჩნევს, რომ საკითხი სერიოზულად უნდა იქნას აღქმული და გაიხსენა, რომ
რუსი ოფიციალური პირები მოლაპარაკების დროს მკაფიოდ გააფრთხილა უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენების შედეგების შესახებ:
„ჩვენ არ შეგვიძლია ამ რისკის მსუბუქად აღქმა. მეორეს მხრივ, მიზანი ჩვენი, ევროპელი მოკავშირეების და თავად უკრაინელების დაშინებაა. ამიტომ, ჩვენ წონასწორობა უნდა შევინარჩუნოთ საფრთხეების შეფასებისას, მაგრამ ამავე დროს, არ უნდა ვიყთ დაშინებულები“.


