Accentnews.ge
აშშ-ში მექსიკის გავლით არალეგალურად გაქცეული რუსების რაოდენობა 11-ჯერ გაიზარდა - WSJ

აშშ-ში მექსიკის გავლით არალეგალურად გაქცეული რუსების რაოდენობა 11-ჯერ გაიზარდა - WSJ

06/02/2023 11:20:57 მსოფლიო

იმ რუსების რაოდენბა, რომლებიც მობილიზაციის გამოცხადების ფონზე აშშ–ში მოხვდნენ მექსიკის საზღვრის გავლით, 2,5-ჯერ გაიზარდა: 2021 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით 5 ათასი შევიდა აშშ–ში ამ გზით, 2022 წელს - 12,5 ათასი, წერს The Wall Street Journal ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით.

ამასთან, 11-ჯერ გაიზარდა იმ რუსების რაოდენობა, რომლებიც ცდილობდნენ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და ამერიკელმა მესაზღვრეებმა დააკავეს. 2021 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით 415 ადამიანი იყო აყვანილი, 2022 წელს - 4,7 ათასი.

მოსალოდნელია, რომ შეერთებულ შტატებში შემოსული რუსების უმრავლესობა პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს –აღნიშნავს WSJ. ამერიკის ხელისუფლებას არ შეუცვლია რუსებისთვის შესვლის წესები, მაგრამ მათ ნება დართო, წინასწარ დარეგისტრირდნენ ქვეყნის საზღვარზე შესასვლელად. იურისტების თქმით, ბევრი რუსი იყენებს ამ შესაძლებლობას.

„რუსები ძალიან საზრიანები არიან, როდესაც საქმე ეხება სისტემასთან გამკლავების გზების ძიებას“, - თქვა სან დიეგოში მცხოვრები საიმიგრაციო ადვოკატმა ტატიანა ედვარდს-ბეჰარმა და დასძინა, რომ რუსები ავრცელებენ ცოდნას შეერთებულ შტატებში მოხვედრის შესაძლებლობის შესახებ.

რუსების განცხადებებს პოლიტიკური თავშესაფრის თაობაზე ამერიკის ხელისუფლება ზოგადი წესით განიხილავს, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა 2022 წლის სექტემბერში.

ვლადიმირ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადებამ რუსების ახალი ნაკადები წარმოქმნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებში, სადაც რუსებს უვიზოდ შეეძლოთ შესვლა.

პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მილიონობით ემიგრირებული რუსის შესახებ ცნობები დეზინფორმაციაა, თუმცა ამის შემდეგ მან ხელისუფლებას მოუწოდა, იმუშაონ ამ ადამიანების ქვეყანაში დასაბრუნებლად. ”ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ისინი უნდა დარჩნენ ჩვენს მოქალაქეებად”, - თქვა პესკოვმა. ამის მიუხედავად, სახელმწიფო სათათბიროში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აპირებს, შეიმუშაოს ზომები უკრაინის ომის მოწინააღმდეგე რუსების დასასჯელად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S