Accentnews.ge
რუსეთი ჯართში გზავნის სსრკ-ს უდიდეს ატომურ წყალქვეშა ნავს

რუსეთი ჯართში გზავნის სსრკ-ს უდიდეს ატომურ წყალქვეშა ნავს

06/02/2023 11:01:02 მსოფლიო

რუსეთში "ზვიგენი" - TK-208–ს კლასის ბოლო ატომური წყალქვეშა ნავი "დმიტრი დონსკოი" გადასამუშავებლად გაგზავნს.

როგორც რუსული სახელისუფლებო მედია რუსეთის ფლოტის მხარდაჭერი მოძრაობის ხელმძღვანელ ვლადიმირ მალცევზე დაყრდნობით წერს, ოპერატიული წყალქვეშა ნავი, რომელიც აშენდა 1970-იან წლებში და ამოქმედდა 1980 წელს, გამოიყვანეს საზღვაო ძალებიდან.

არ იგეგმება 170– მეტრიანი ხომალდის მოდერნიზება, რომელსაც 20 პი–39–ის ტიპის რაკეტის ზიდვა შეეძლო. მისი შემდგომი ექსპლუატაცია აუცილებელი რემონტის გათვალისწინებით, შეფასდა, როგორც „ზედმეტად ძვირადღირებული და შეუსაბამო“.

კიდევ სამი წყალქვეშა ნავი, რომელიც რუსეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შემორჩა, 2005–2009 წლებში დაჭრეს. ხოლო „დმიტრი დონსკოიმ“ გაიარა რემონტი და 2004 წლიდან მოდერნიზებული იყო „ბულავას“ რაკეტებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S