
ერდოღანი – თურქეთში მიწისძვრის შედეგად 912 ადამიანია დაღუპული, 5 385 დაშავებული
06/02/2023 10:33:31 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ამ დროის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 912 ადამიანია დაღუპული და 5 385 დაშავებული.
მსხვერპლია სირიის მხარესაც, სადაც ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 386 ადამიანი.
ცნობისთვის: დღეს თურქეთის ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა.
სირიასა და თურქეთში აცხადებენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანას.