ბრიტანული დაზვერვა – სექტემბერში რუსეთი უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში ე.წ. არჩევნების ჩატარებას გეგმავს
06/02/2023 10:13:09 მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ 2023 წლის 10 სექტემბერს უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში ე.წ. არჩევნები ჩატარდება.
კენჭისყრა ანექსირებულ რეგიონებში რუსეთში რეგიონული არჩევნების დღეს დაინიშნა.
ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ეს უკანასკნელი ხაზს უსვამს რუსი ხელმძღვანელების ამბიციას ანექსირებული ტერიტორიები რუსეთის განუყოფელ ნაწილად წარმოაჩინონ.
ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ ე.წ. არჩევნების დანიშვნა ტერიტორიების "რუსიფიკაციის" მუდმივ ძალისხმევას, მოჰყვა, რაც განათლების, კომუნიკაციისა და ტრანსპორტის სისტემების გადახედვას გულისხმობს.


