სტოლტენბერგი აშშ–ს ეწვევა
06/02/2023 09:56:43 მსოფლიო
7-9 თებერვალს ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აშშ–ს ეწვევა.
ალიანსის ცნობით, იგი შეხვედრებს გამართავს აშშ–ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან, თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან და სხვა ამერიკელ მაღალჩინოსნებთან.
დასავლური მედიის ცნობით, ვიზიტის ერთ–ერთი მთავარი თემა უკრაინა იქნება.


