Accentnews.ge
„გადამარჩინეთ“ – თურქეთში ქალი ნანგრევებიდან ფოტოს ავრცელებს

„გადამარჩინეთ“ – თურქეთში ქალი ნანგრევებიდან ფოტოს ავრცელებს

06/02/2023 08:07:20 მსოფლიო

„გადამარჩინეთ“ – წერს "ტვიტერში" პირად გვერდზე თურქი ქალი, რომელიც თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოჰყვა.

ქალმა ფოტო ატვირთა თურქი მომღერლის ჰალუქ ლევენთის "პოსტის" ქვეშ, რომელიც დაშავებულების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, სად იმყოფება ქალი, რომელსაც აისელ ლიერალი ჰქვია. იგი არაერთმა მოქალაქემ გაამხნევა და კომენტარებში დაწერა, რომ დახმარება მასთან მალე მივა.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მსგავსი ძლიერი მიწისძვრა თურქეთში არ ახსოვთ:

"ყველა ზის თავის მანქანებში, ან ცდილობს მანქანით იაროს შენობებისგან მოშორებით ღია სივრცეებში”, – განუცხადა ერთ–ერთმა ადგილობრივმა Reuters-ს.

"ჩემს ირგვლივ დანგრეული შენობებია, სახლები იწვის. არის შენობები, რომლებიც იბზარება", - განუცხადა კიდევ ერთმა ადგილობრივმა The Guardian-ს.

ცნობისთვის: დღეს თურქეთის ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა.

  • თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 284-მდე გაიზარდა, დაშავებულია 2000–ზე მეტი ადამიანი.
  • სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში დაიღუპა 237 ადამიანი - ალეპოს, ლატაკიის, ჰამასა და ტარტუსის პროვინციებში.სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 600-ზე მეტი ადამიანი.

ორივე ქვეყანაში აცხადებენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანას.

ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელში ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ იუწყებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S