Accentnews.ge
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 284-მდე გაიზარდა, დაშავებულია 2000–ზე მეტი ადამიანი

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 284-მდე გაიზარდა, დაშავებულია 2000–ზე მეტი ადამიანი

06/02/2023 07:27:32 მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 284-მდე გაიზარდა, დაშავებულია 2000–ზე მეტი ადამიანი.

დღეს თურქეთის ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა.

სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში დაიღუპა 237 ადამიანი - ალეპოს, ლატაკიის, ჰამასა და ტარტუსის პროვინციებში.სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 600-ზე მეტი ადამიანი.

ორივე ქვეყანაში აცხადებენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანას.

ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელში ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ იუწყებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S