ზელენსკი – ვუსამძიმრებ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინა მზად არის, დახმარება გაუწიოს მეგობარ თურქ ხალხს
06/02/2023 07:19:26 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში მომხდარ მიწისძვრის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "უკრაინა მზად არის დახმარება გაუწიოს მეგობარ თურქ ხალხს"
მისი თქმით, შოკირებულია მისწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვისა და დაშავების გამო.
"ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ მეგობარ თურქის ხალხის გვერდით ვართ და მზად ვართ, გავუწიოთ საჭირო დახმარება", – აცხადებს ზელენსკი.
ცნობისთვის: დღეს თურქეთის ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა.
- სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში დაიღუპა 237 ადამიანი - ალეპოს, ლატაკიის, ჰამასა და ტარტუსის პროვინციებში.სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 600-ზე მეტი ადამიანი.
- რაც შეეხება თურქეთს, ქვეყნის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა და 440 დაშავდა.
ორივე ქვეყანაში აცხადებენ, რომ მსხვერლთა რაოდენობა სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანას.
ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელში ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ იუწყებიან.


