იტალიის ხელისუფლება თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ მოსახლეობას ცუნამის საფრთხის შესახებ აფრთხილებს
06/02/2023 07:00:47 მსოფლიო
იტალიის ხელისუფლება თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ მოსახლეობას ცუნამის საფრთხის შესახებ აფრთხილებს.
კერძოდ, მოქალაქეებს მოუწოდებენ შემაღლებულ ტერიტორიებზე გადავიდნენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დამატებით ინფორმაციას დაელოდონ.
მატარებლის მოძრაობა სიცილიის, კალაბრიისა და აპულიის სამხრეთ რეგიონებში სიფრთხილის მიზნით დროებით შეჩერდა.
დღეს თურქეთის ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა.
- სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში დაიღუპა 237 ადამიანი - ალეპოს, ლატაკიის, ჰამასა და ტარტუსის პროვინციებში.
სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 600-ზე მეტი ადამიანი.
- რაც შეეხება თურქეთს, ქვეყნის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა და 440 დაშავდა.
ორივე ქვეყანაში აცხადებენ, რომ მსხვერლთა რაოდენობა სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანას.
ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელში ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ იუწყებიან.


