მოსკოვში მატარებლიდან გაქცეულ მობილიზებულებს ეძებენ
06/02/2023 07:06:12 მსოფლიო
რამდენიმე რუსი წვევამდელი ვორონეჟის ოლქში, მატარებლიდან გაიქცა. ამის შესახებ გამოცემა „ბაზას“ საკუთარმა წყაროებმა აცნობეს, მოგვიანებით ინფორმაცია სამართალდამცავ უწყებებში „კომერსანტის“ თანამოსაუბრემ დაადასტურა.
„ბაზას“ ინფორმაციით, გაიქცა 22-დან 35 წლამდე ასაკის ექვსი სამხედრო, ხოლო „კომერსანტი ოთხ სამხედროზე წერს. მობილიზებულები მეთაურის ნებართვის გარეშე გადმოვიდნენ მატარებლიდან და გაუჩინარდნენ. გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, მატარებლიდან 15 ადამიანი გადმოვიდა, მათგან 11 უკან დაბრუნდა და „ოთხს კი შეეძლო რეგიონის დატოვება, სავარაუდოდ, მოსკოვის მიმართულებით“. პოლიცია ვარაუდობს, რომ მათ მიმდებარე ტერიტორია ტაქსით დატოვეს.
”ჩვენ არ ვსაუბრობთ ვორონეჟის რეგიონის მაცხოვრებლებზე, მათ არ აქვთ იარაღი. ამასთან დაკავშირებით რეგიონში გაძლიერებული ღონისძიებები არ მიმდინარეობს“, - ნათქვამია შეტყობინებაში. გაძლიერდება საგზაო პოლიციის პოსტები მოსკოვის რეგიონში.
დასავლეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ გაქცეული სამხედროების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ.


