Accentnews.ge
პატრიარქმა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან პეტრე ცაავას გათავისუფლებისა და შიომღვიმის მონასტერში განმწესების ბრძანება გამოსცა

პატრიარქმა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან პეტრე ცაავას გათავისუფლებისა და შიომღვიმის მონასტერში განმწესების ბრძანება გამოსცა

01/11/2019 11:56:58 სხვა, საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან პეტრე ცაავას გათავისუფლების ბრძანება ოფიციალურად გამოსცა.

ამავე ბრძანების მიხედვით, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) დაინიშნა.

„31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან, წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე.

31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დადგინდა წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია)“, – აღნიშნულია პატრიარქის ბრძანებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S