Accentnews.ge
თურქეთში მომხდარი მიწისძვრა, სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა – თურქეთში, სულ მცირე 76 ადამიანია დაღუპული, სირიაში – 237

თურქეთში მომხდარი მიწისძვრა, სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა – თურქეთში, სულ მცირე 76 ადამიანია დაღუპული, სირიაში – 237

06/02/2023 06:38:06 მსოფლიო

დღეს თურქეთის ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა.

სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში დაიღუპა 237 ადამიანი - ალეპოს, ლატაკიის, ჰამასა და ტარტუსის პროვინციებში.

სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 600-ზე მეტი ადამიანი.

რაც შეეხება თურქეთს, ქვეყნის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა და 440 დაშავდა.

ორივე ქვეყანაში აცხადებენ, რომ მსხვერლთა რაოდენობა სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანას.

ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელში ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ იუწყებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S