Accentnews.ge
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "პუტინის ამბიციები უკრაინის დაპყრობითა არ მთავრდება, არ დავუშვებთ, რომ მან  გაიმარჯვოს"

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "პუტინის ამბიციები უკრაინის დაპყრობითა არ მთავრდება, არ დავუშვებთ, რომ მან  გაიმარჯვოს"

06/02/2023 06:29:54 მსოფლიო

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმ კლევერლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ამბიციები უკრაინის დაპყრობითა არ მთავრდება. ამის შესახებ იგი Times of Malta-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს.

მისი თქმით, დასავლეთს არც შეუძლია, რომ დაუშვას და არც დაუშვებს, რომ ომში პუტინმა გაიმარჯვოს.

"ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის არაპროვოცირებული და სასტიკი შეჭრა უკრაინაში ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას 1945 წლის შემდეგ.

ვლადიმირ პუტინის ამბიციები არ მთავრდება უკრაინის დაპყრობითა და ანექსიით. მას სურს, შეცვალოს მსოფლიო პოლიტიკა და დაანგრიოს საერთაშორისო წესრიგი. და თუ იგი წარმატებას მიაღწევს, იგი ყველას დაგვაბრუნებს ძალადობის ეპოქაში. მაგრამ ჩვენ არც შეგვიძლია და არც დავუშვებთ პუტინის გამარჯვებას.

უკრაინაში პუტინის სისასტიკეს ვხედავთ. მაგრამ მთელი მსოფლიო უზარმაზარ ფასს იხდის პუტინის მიერ წარმოებულ ომში. შიმშილის ცუნამი საფრთხეს უქმნის მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს. ენერგიის ფასების ზრდა მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს სიღარიბეში დააბრუნებს. და ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ რუსი ხალხი. ისინიც პუტინმა დაატყვევა.

როგორც ყველა ავტორიტარული მმართველი, პუტინიც მხოლოდ ოპონენტების სიძლიერეზე რეაგირებს. გასული წლის დეკემბერში მან უარყო ვოლოდიმირ ზელენსკის 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა. სწორედ ამიტომ, დიდი ბრიტანეთი და უკრაინის მეგობრები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწიოს. და ამიტომ მიხარია, რომ გერმანია და აშშ უერთდებიან დიდ ბრიტანეთს უკრაინელებისთვის ტანკების გაგზავნაში. უკრაინელებისთვის საჭირო აღჭურვილობის მიცემა არის ყველაზე სწრაფი და ერთადერთი გზა მშვიდობისკენ", – წერს ჯეიმ კლევერლი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S