Accentnews.ge
რეზნიკოვი: "არახამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია პირველად მესმის"

რეზნიკოვი: "არახამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია პირველად მესმის"

06/02/2023 05:55:58 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა პრეზიდენტ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადება, რომლის თანახმად რეზნიკოვი სტრატეგიული მრეწველობის მინისტრად გადაჰყავთ.

რეზნიკოვმა გამოცემა „ფაქტის" განუცხადა, რომ "ეს პირველად ესმის, პრეზიდენტთან არანაირი საუბარი არ ჰქონია და მსგავსი წინადადება რომ მიეღო, უარს იტყოდა, რადგან ამ სამუშაოს ხარისხიანად ვერ შეასრულებს".

ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, კონსტიტუციის თანახმად, თანამდებობიდან თავდაცვის, ან საგარეო საქმეთა მინისტრის გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ პრეზიდენტს და ნებისმიერი ახალი მინისტრის დანიშვნის პროცედურაც კანონითაა გაწერილი.

"მთავრობის შიგნით ერთი მინისტრის მეორე მინისტრად გადაყვანის პროცედურა არ არსებობს და გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით", – განაცხადა მან.

საპარლამენტო ფრაქციის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ 5 თებერვალს ღამით ტელეგრამ–არხზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლექსი რეზნიკოვი „მთავრობის ფარგლებში გადადის მრეწველობის სტრატეგიული დარგების საკითხთა მინისტრად", რათა გაძლიერდეს სამხედრო-სამრეწველო თანამშრომლობა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს გენერალ-მაიორი კირილ ბუდანოვი უხელმძღვანელებს, რომელსაც ამჟამად სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია.

ინფორმაცია, რომ რეზნიკოვს უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, პირველად იანვრის ბოლოს გავრცელდა, რასაც წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიება სამხედროთა კვებასთან დაკავშირებული კორუფციული სქემის შესახებ. სკანდალის ფონზე, თავდაცვის სამინისტროდან დაითხოვეს ზოგიერთი მაღალჩინოსანი.

3 თებერვალს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ გახსნილია სამხედროების კვებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო თანხის მიტაცების მასშტაბური სქემა და ზარალი შეადგენს 119 500 000 გრივნას (დაახლოებით 3 მილიონი აშშ დოლარი).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S