Accentnews.ge
ძლიერი მიწისძვრა მოხდა თურქეთში, არის მსხვერპლი

ძლიერი მიწისძვრა მოხდა თურქეთში, არის მსხვერპლი

06/02/2023 05:12:03 მსოფლიო

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქ გაზიანთეფთან იყო.

„ბიბისის“ ცნობით, მიწისძვრის შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 17 ადამიანი. ბიძგების სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდას აღწევდა და ის ანკარაშიც იგრძნობოდა.

სტიქიას მოჰყვა ნგრევა. ვრცელდება ცნობები, რომ რამდენიმე შენობის ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილები. ქალაქ დიარბაქირში ჩამოინგრა სავაჭრო ცენტრის შენობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S