Accentnews.ge
სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება

სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება

01/11/2019 11:05:34 სხვა, რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე ქსანზე ხიდის მშენებლობის გამო სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება.

„მიმდინარე წლის 4 ნოემბრიდან, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე, მდ. ქსანზე, სენაკი- თბილისის მიმართულებაზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად განხორციელდება თბილისი-სანაკის მიმართულებაზე.

სამუშაოთა წარმოების პერიოდი, დაწყებიდან 19 თვის ვადით არის განსაზღვრული. ავტოტრანსპორტის მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S