Accentnews.ge
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უფლება გასცა, რუსი ოლიგარქისთვის ჩამორთმეული ქონება უკრაინას გადასცენ

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უფლება გასცა, რუსი ოლიგარქისთვის ჩამორთმეული ქონება უკრაინას გადასცენ

05/02/2023 07:15:46 მსოფლიო

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა 3 თებერვალს გამოაცხადა, რომ რუსი ოლიგარქის გაყინული თანხა უკრაინას გადაერიცხება.

ამის შესახებ გარლანდმა უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრი კოსტინთან შეხვედრისას განაცხადა.

"დღეს ვაცხადებ, რომ გავეცი უფლება ჩამორთმეული რუსული ფულის პირველი გადარიცხვისთვის უკრაინაში გამოსაყენებლად" - თქვა მერიკმა.

თანხა გაყინეს მას შემდეგ, რაც ოლიგარქ კონსტანტინ მალოფეევს ბრალი წაუყენეს სანქციებისთვის თავის არიდებაში. გარლანდის თქმით, თანხა გადაერიცხება სახელმწიფო დეპარტამენტს, საიმისოდ, რომ მან ის დახარჯოს "უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად".

მისივე თქმით, იუსტიციის დეპარტამენტი გააგრძელებს რუსი ოლიგარქებისა და სხვა პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, "რომელთა დანაშაულებრივი ქმედებები რუსეთის მთავრობას საშუალებას აძლევს, გააგრძელოს არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ".

„ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ომის დროს მომხდარი სისასტიკეების გამოძიების მხარდასაჭერად“, - დასძინა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S