პორტუგალია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გაუგზავნის

04-02-2023 18:05:58 მსოფლიო

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრ ანტონიო კოსტას განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გაუგზავნის.

მისი განცხადებით, Leopard 2-ის ტანკების შესაკეთებლად საჭირო ნაწილების მოსაპოვებლად მოლაპარაკებებს გერმანიასთან აწარმოებს.

„ამჟამად ვმუშაობთ, რომ შევძლოთ ჩვენი ზოგიერთი ტანკის გაცემა. ვიცი, რამდენი ტანკი გაიგზავნება უკრაინაში, მაგრამ ამის შესახებ განცხადება შესაბამის დროს გაკეთდება“, - აღნიშნა პორტუგალიის პრემიერმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები