ჟურნალისტებმა მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმა "ფორმულა" დატოვეს

04-02-2023 17:58:18 საზოგადოება

ტელეკომპანია "ფორმულა" დატოვეს ჟურნალისტებმა მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმა. მათ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პირველ თებერვალს დაწერეს, როდესაც საინფორმაციო სამსახურის 28 ოპერატორმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერა. გაფიცულ ოპერატორებს შორის იყვნენ ქეთი ხიდიშელისა და მარტა ქურასბედიანის მეუღლეები.

"ფორმულამ" ოპერატორებს, რომლებიც ხელფასის მატებას ითხოვდნენ, ხელშეკრულებები შეუჩერა და 3 თებერვალს სამსახურიდან გაათავისუფლა. ოპერატორები არხიდან მათ გათავისუფლებას უსამართლოს უწოდებენ და აპირებენ, სამართლებრივ ზომებს მიმართონ.

ტელეკომპანიის იურისტი ამბობს, რომ "ფორმულამ" თანამშრომლებს მისცა არაერთი გაფრთხილება და დრო, რათა ისინი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას დაბრუნებოდნენ, თუმცა უშედეგოდ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები