იტალიის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში 24 თებერვლამდე ჩავა

03-02-2023 23:34:00 მსოფლიო

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკრაინაში 24 თებერვლამდე ჩავა. ამი შესახებ მან გერმანიაში ვიზიტის დროს განაცხადა.

"კიევს 24 თებერვლამდე ვეწვევი”, - თქვა მელონიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის საკითხში იტალიასა და გერმანიას შორის “ძლიერი სინერგია” არსებობს.

მელონის თქმით, ორივე ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობდნენ უკრაინისთვის თავდაცვაში დასახმარებლად და “ამის კეთებას იმდენ ხანს გააგრძელებენ, რამდენიც საჭირო იქნება”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები