აშშ–მა უკრაინას 2,17 მლრდ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო

03-02-2023 22:15:32 მსოფლიო

აშშ–მა უკრაინას 2,17 მლრდ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო.

დახმარების ახალი პაკეტი, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, Javelin–ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს და რაკეტებს HIMARS სისტემებისთვის შეიცავს.

ამასთან, ახალ პაკეტში 181 დაჯავშნილი მანქანა, საშუალო რადიუსის მოქმედების HAWK-ის ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 4 საჰაერო დაზვერვის რადარი და 20 რადარიც შევა.

ახალი პაკეტი ითვალისწინებს, მათ შორის 155 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალას, ნაღმმტყორცნების 120 მმ კალიბრის ნაღმებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები