ჯაფარიძე: "პირობები, რომ დიდი ოპოზიციური ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს, საკითხს მომავალ წელს დავუბრუნდებით"

03-02-2023 20:01:26 პოლიტიკა

"მოცემულობა ისეთია, რომ ახლა მაგის პირობები, რომ ოპოზიციურ ფლანგზე რაღაც ტიპის დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს", - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ Girchi TV-ს ეთერში განაცხადა

ზურაბ ჯაფარიძე "გირჩი - მეტი თავისუფლების", "დროასა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთობაზე საუბრობს, რომლებიც რამდენიმე თვეა კოორდინირებულად მუშაობენ.

მისი თქმით, პარტიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ "დიდი ოპოზიციური ერთობის" საკითხს მომავალი წლისთვის დაუბრუნდებიან, მანამდე კი "გირჩი - მეტი თავისუფლების" განვითარებაზე მეტად იზრუნებენ.

"შარშან ივნისიდან მოყოლებული ბევრ დროს ვუთმობდი, რომ ოპოზიციურ ფლანგზე რაღაც დიდი ერთობა შექმნილიყო. საბოლოო ჯამში, გამარჯვების ფორმულა მაინც ის მგონია, რომ აქეთ ფლანგზე მოხდეს რაღაც დიდი კონსოლიდაცია, იმიტომ რომ ესეთი ტიპის სისტემების დამარცხება სხვანაირად ძალიან რთულია. ამას სხვა ქვეყნების ემპირიული გამოცდილებაც აჩვენებს, მაგრამ მოცემულობა ისეთია, რომ ახლა მაგის პირობები, რომ რაღაც ეგეთი ტიპის დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მაგ საკითხს დავუბრუნდეთ მომავალ წელს და მანამდე მეტი ძალისხმევა გავწიოთ იმისთვის, რომ "გირჩი - მეტი თავისუფლება" განვითარდეს", - ამბობს ჯაფარიძე.

ჯაფარიძე განმარტავს, რომ ამ პერიოდში, სხვა პარტიებთან, მათ შორის "დროასთან" და "სტრატეგია აღმაშენებელთან" გარკვეულ საკითხებზე კოორდინაცია ექნებათ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები