მიშელი: "კრემლმა ვერ შეგვაშინა და ვერ შეგვაშინებს, რადგან ევროკავშირი და უკრაინა ოჯახია"

03-02-2023 19:51:52 მსოფლიო

კრემლმა არ შეგვაშინა და არ შეგვაშინებს, რადგან ევროკავშირი და უკრაინა ოჯახია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კიევში უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

“ეს სამიტი ორ მკაფიო მესიჯს აგზავნის: ერთი - თქვენთვის და უკრაინის ხალხისთვის - ევროკავშირი ყველაფრით დაგიჭერთ მხარს, რაც შესაძლებელია, და მეორე მესიჯი - უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. უკრაინელებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. თქვენი მომავალი ჩვენთან ერთად არის ჩვენს საერთო ევროკავშირში. თქვენი ბედი - ჩვენი ბედია”, - განაცხადა მიშელმა.

ცნობისთვის: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინა უკვე მიმდინარე წელს იმსახურებს ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე მისვლას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები