ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

03-02-2023 19:43:18

ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა.

"პრიუსის" მარკის ავტომობილის შეჯახების შედეგად მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა ჯავახეთის ქუჩაზე, "ვისოლის" თვითმომსახურების ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლი საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები