ლატვია – თურქეთს, ყაზახეთსა და სომხეთს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავის ასარიდებლად იყენებენ

03-02-2023 19:09:34 მსოფლიო

ლატვიის პრემიერ-მინისტრ კრიშიანის კარინშის თქმით, თურქეთს, ყაზახეთსა და სომხეთს იყენებენ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, – ამის შესახებ განცხადება კრიშიანის კარინშმა ესტონელ და ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრაზე გააკეთა.

"ცხადია, მოვაჭრეები პოულობენ საქონლის ლეგალურად ვაჭრობის გზებს, მაგალითად, თურქეთთან, ყაზახეთთან ან სომხეთთან, რომელიც [საქონელი] შემდეგ ხელახლა იგზავნება რუსეთში, რადგან ეს ქვეყნები არ იცავენ სანქციების რეჟიმს. ამიტომ აუცილებელია, ყურადღება მივმართოთ სანქციებისთვის თავის არიდების მეორადი შედეგებისკენ”, – განაცხადა ლატვიის პრემიერმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები