Accentnews.ge
უკრაინის პარლამენტში სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირეს

უკრაინის პარლამენტში სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირეს

03/02/2023 13:42:05 მსოფლიო

უკრაინის პარლამენტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე ელენა შულიაკი ტელეგრამ–არხზე ავრცელებს.

“პარლამენტში დარეგისტრირებულია დადგენილება 8417-ის პროექტი უკრაინის პარლამენტს საქართველოსადმი, ევროპარლამენტისადმი, ევროპული საბჭოსადმი, ევროკომისიისადმი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებისადმი მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მიმართვის შესახებ”, - წერს შულიაკი.

აღნიშნულ დოკუმენტს 90-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი.

“ყოფილი საქართველოს პრეზიდენტი და ახლანდელი უკრაინის მოქალაქე ამ მომენტისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომ ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე შექმნას პირობები მის ერთ-ერთ ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანისთვის”, - განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S