შალვა ხაჭაპურიძე: "ნინო ნადირაძის ბჟუტური, არაკომპეტენტური ექიმის ლაპარაკია, ეს თვითონ დაადასტურა"

03-02-2023 17:09:45 პოლიტიკა ,სამართალი

"ნინო ნადირაძის რაღაც ბჟუტური, რომელიც მე მოვისმინე, არაკომპეტენტური ექიმის ლაპარაკია. თვითონ დაადასტურა, არ ვარ მე ამ საკითხებში კომპეტენტურიო", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ არც ერთ შეკითხვას არ გასცა პასუხი.

„მალაბსორბციასთან, კახექსიასთან, დემენციასთან, ავადმყოფობის ისტორიებთან, გარდაცვლილ პატიმრებთან დაკავშირებით უამრავი კითხვა დაისვა და არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გასცა. თქვა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედის. მაშინ, მე ვერ გავიგე, პენიტენციურ სამსახურს მოწმედ რატომ ჰყავდა გამოძახებული?!“ - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, არ არსებობს არც ერთი პროცედურა, მედიკამენტი, ექიმის რეკომენდაცია, რომელზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები