ელჩი – ოძისში კარგად იციან, რას ნიშნავს რუსეთის მიერ საქართველოს 20%–ის მიმდინარე ოკუპაცია

03-02-2023 16:58:43 პოლიტიკა

ოძისის საჯარო სკოლაში ამერიკული სივრცე გაიხსნა.

„ოძისში, ისევე როგორც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებმა სხვა ადამიანებმა, კარგად იციან, რას ნიშნავს რუსეთის მიერ საქართველოს ოცი პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია. ჩემი თვალით ვნახე როგორ ჩანს რუსეთის სამხედრო ბაზა ამ სკოლიდან. თქვენ იცით, რას ნიშნავს რუსეთის მიერ თქვენი ტერიტორიების მიტაცება და მის ჩრდილში ცხოვრება. ამის მიუხედავად, აღმაფრთოვანებელია სწავლისა და განვითარებისადმი თქვენი ურყევი სულისკვეთება", – განაცხადა საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა ოძისის საჯარო სკოლაში ამერიკული სივრცის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები