ჰერჩინსკი: "ვიმედოვნებ, ევროკომისიის 12-ვე რეკომენდაციის მიმართულებით პროგრესი იქნება"

03-02-2023 16:21:08 პოლიტიკა

ჩვენ გვსურს, ვნახოთ ევროკავშირთან დაახლოებაში საქართველოს სრული პოლიტიკური ელიტის მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

იგი იმედოვნებს, რომ ევროკომისიის 12-ვე რეკომენდაციის მიმართულებით პროგრესი იქნება.

„როგორც ბევრჯერ გამიმეორებია, რისი ნახვაც გვსურს, ეს არის ევროკავშირთან დაახლოებაში საქართველოს სრული პოლიტიკური ელიტის მცდელობა. იმედი გვაქვს, 12-ვე მიმართულებაზე იქნება პროგრესი. რასაკვირველია, ზოგიერთის მიღწევა, დანარჩენებთან შედარებით, უფრო მარტივია. ზოგიერთი უფრო დიდ დროს მოითხოვს, ვიდრე ეს წლის ბოლოა. მაგრამ რისი ნახვაც გვსურს, ეს არის კონსტრუქციული პროცესი. რისი ნახვაც გვსურს, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაციასა და საქართველოს ევროკავშირში სამომავლო გაწევრიანებაზე ეროვნულო კონსენსუსი ქვეყნის ყველა პოლიტიკურ მონაწილეს შორის“, – განაცხადა ელჩმა.