აშშ–ის საელჩო – დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 140 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადავეცით

03-02-2023 15:58:58 თავდაცვა

აშშ–მა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 140 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ–ის საელჩო ავრცელებს.

"დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 140 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადავეცით. შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული რჩება და გააგრძელებს საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებას", – აცხადებს საელჩო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები