კრამონი - სააკაშვილის საკითხის შესახებ: "საქართველოს მთავრობა საფრთხეში აყენებს მის ევროპულ მომავალს"

03-02-2023 15:50:43 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია.

მისი თქმით, სრული პასუხისმგებლობა პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საქართველოს მთავრობას ეკისრება.

„საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია ყველა თავისი პატიმრის ჯანმრთელობაზე. სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია და საქართველოს ხელისუფლება საფრთხეში აყენებს მის მომავალს ევროკავშირში. მოდი, გადავწყვიტოთ ეს ჰუმანიტარული საკითხი, რათა უფრო დიდ ამოცანებზე გავამახვილოთ ყურადღება“, – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.

გუშინ ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარები მოითხოვენ, საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა გახდეს შესაძლებელი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები