ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა
03/02/2023 10:52:43 მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინაში ჩავიდა. იგი კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტს დაესწრება.
კიევში იმყოფებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელი.
მიშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინას მხარს დაუჭერენ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მის ყველა ნაბიჯზე.


