
"სასულიერო პირებმა უნდა იფიქრონ, რომ საკითხები, რომელიც იწვევს დაპირისპირებას, სამოქალაქო საზოგადოებაში არ გამოიტანონ"
01/11/2019 09:18:54 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ გია ვოლსკის განცხადებით, სასულიერო პირებმა უნდა იფიქრონ, რომ საკითხები, რომელიც იწვევს დაპირისპირებას, სამოქალაქო საზოგადოებაში არ გამოიტანონ.
"სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეკლესია და პატრიარქი არ არის მხოლოდ ის სათაყვანებელი, რაც საქართველოს საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა, ეს არის ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბურჯი. სასულიერო პირებმა უნდა იფიქრონ, რომ საკითხები, რომელიც იწვევს დაპირისპირებასა და აზრთა სხვადასხვაობას, არ იყოს გადმოტანილი სამოქალაქო საზოგადოებაში. ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოებასა და ეკლესიას ამის რესურსი გააჩნიათ და შეიძლება, ჩვენი ხმამაღალი განცხადებებით, ეს პათოსი დავაზიანოთ. რაც უფრო ხშირად ვიტყვით, რომ საპატრიარქოში კრიზისია და ვაი-ვიშს ავტეხთ, უფრო მეტი წინაპირობა ექნება კრიზისს, ოპოზიციასაც ეს უნდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის: საპატრიარქოში გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. გარდა ამისა, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა. ასევე, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს. როგორც საპატრიარქოდან გამოსულმა პეტრე ცაავამ განაცხადა, „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“. მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა: "ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის". შეგახსენებთ, რომ სინოდის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა. "აქცენტი" ემიჯნება მეუფე პეტრეს ჰომოფობიურ განცხადებას.