საქსტატი – ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ბოსტნეული და პური გაძვირდა

03-02-2023 12:44:37 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში დეკემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ კი 9.4% შეადგინა.

„საქსტატის“ თანახმად, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.7 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.4 %-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.46 %- ული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული 7.6 %
  • ხილი და ყურძენი 2.6 %
  • რძე, ყველი და კვერცხი 2.5 %
  • პური და პურპროდუქტები 1.3 %.
  • ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე:
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -2 %
  • ზეთი და ცხიმი -1.9 %

„საქსტატის“ ცნობით, წლიური ინფლაციაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ რამდენიმე ჯგუფზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.03 პროცენტული პუნქტით აისახა.
  • ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
  • ბოსტნეული და ბაღჩეული 26.5 %
  • პური და პურპროდუქტები 22.8 %
  • ყავა, ჩაი და კაკაო 17.1 %
  • რძე, ყველი და კვერცხი 16.7 %
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 16.5%
  • თევზეული 13%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 12.4%
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები 8.7 %

ინფლაცია არის ფასების საერთო დონის ზრდა, მარტივად რომ ვთქვათ, საქონლის და მომსახურების გაძვირება. ინფლაცია ასევე განიხილება, როგორც ფულის მსყიდველობითუნარიანობის კლება. მის გამომწვევ მიზეზად ეკონომისტები ფულის მასის ზრდას, ანუ მიმოქცევაში სულ უფრო მეტი "ქაღალდის ფულის" გამოშვებას ასახელებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები