პუტინის პარტიის დეპუტატებს ევროპაში ვილები აღმოუჩინეს

02-02-2023 21:07:04 ევროპა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გუნდმა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები იმის თაობაზე, თუ ევროპის რომელიც ქვეყნებში დადიან მივლინებებში და სად ფლობენ უძრავ ქონებას რუსეთის მმართველი პარტია "ედინაია როსიას" დეპუტატები, რომლებიც საჯარო გამოსვლებში აკრიტიკებენ ნატოს და აქებენ პრეზიდენტ პუტინს.

მათ შორის არის რუსეთის მმართველი პარტიის დეპუტატი სახელმწიფო სათათბიროში ოლეგ მოროზოვი, რომელმაც ახლახან რუსეთის ხელისუფლებას შესთავაზა „არასასურველი პირის“ სტატუსის მიანიჭოს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ მიდიან. თავის საჯარო გამოსვლებში ის მონტენეგროს ეკონომიკას განადგურებას უწინასწარმეტყველებს.გარკვა, რომ სწორედ მონტენეგროში არის მოროზოვის დის, ოლგა ნასიბულინასთვის განკუთვნილი ვილა. 300 ათასი ევროს ღირებულების 320 კვადრატული მეტრის ფართობის სახლი იყიდა, მისმა დამ 2015 წელს. თუმცა, როგორც გამოძიებაშია აღნიშნული, მას ამხელა თანხა არ მოეპოვებოდა.

გამოძიებაში ასევეა ნახსენები კიდევ ერთი დეპუტატი „ედინაია რუსეთიდან“ ოლეგ მატვეიჩევი. იგი ნატოს უწოდებს "სიმსივნურ წარმონაქმნს“ პლანეტის სხეულზე, ხოლო რუსები, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს, „იუდებს“.ნავალნის გუნდმა გაარკვია, რომ მატვეიჩევმა თავისი ქალიშვილი ლიდია, ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაათხოვა. ახლა ის ჟენევაში ცხოვრობს და მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც ეთიკის საკითხებს სწავლობს.თავად დეპუტატი მატვეიჩევი ბოლო დრომდე მოგზაურობდა ევროპის ქვეყნებში, კერძოდ, სტუმრობდა შვეიცარიას, იტალიასა და პოლონეთს.

"ედიანაია როსიას" ექსპერტთა საბჭოს კოორდინატორი, პოლიტოლოგი კონსტანტინე კოსტინი, სახელმწიფოსგან გრანტებს ღებულობდა, იგონებდა კომრომატებს, დაკავებული იყო „ბოტებით“, მმართველ პარტიას არჩენების დრო ეხმარებოდა და აქებდა ვალიდიმირ პუტინს. ნავალნის გუნდი ამტკიცებს, რომ კონსტანტინე კოსტინი სავარაუდოდ ფლობს სახლს იტალიურ ტოსკანაში და 2 ჰექტარ ფართობს, რომლის ცენტრში მდებარეობს ორსართულიანი 12 ოთახიანი ვილა. იგი შეძენილა 2014 წლის თებერვალში და დარეგისტრირდა მისი ცოლის, ოლგა კოსტინას სახელზე.

ალექსეი ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ მათ იურიდიული დოკუმენტები გაუგზავნეს იტალიის, შვეიცარიისა და მონტენეგროს ხელისუფლებებს მოროზოვის, მატვეიჩევის და კოსტინის სანქცირებულთა სიაში ჩართვის მოთხოვნით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები