„ალტერნატივა საქართველოა“: ყაზახეთმა რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტი 10-ჯერ გაზარდა

02-02-2023 20:58:07 ეკონომიკა

ყაზახეთმა მკვეთრად გაზარდა ნავთობის ექსპორტი რუსეთის გვერდის ავლით ნოვოროსიისკის ტერმინალში მომხდარი ინციდენტების სერიის შემდეგ, რომლის მეშვეობითაც ომამდე ყაზახეთს ბაზარზე საკუთარი რესურსის 80%-ზე მეტი გაჰქონდა.

2022 წლის ბოლოს ყაზახეთმა საქართველოს პორტებით 1,328 მილიონი ტონა ნავთობი გაიტანა ექსპორტზე - 10-ჯერ მეტი, ვიდრე ერთი წლით ადრე,– გამოითვალა Reuters-მა ტრეიდერებისა და ექსპედიტორების მონაცემებზე დაყრდნობით.

ამის საპირისპიროდ, რუსეთის გავლით ნავთობის ექსპორტი მეოთხედზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ რამდენჯერმე შეაჩერა კასპიის მილსადენის კონსორციუმის მუშაობა სხვადასხვა მოტივით. წლის განმავლობაში ყაზახეთმა რუსეთის გავლით 1,862 მილიონი ტონა ნავთობი გაიტანა 2021 წლის 2,554 მილიონი ტონისგან განსხვავებით, – გამითვალა Reuters–მა.

გამოცემაქ აღნიშნავს, რომ ბათუმის პორტი გახდა მთავარი ალტერნატივა ყაზახური ნავთობპროდუქტებისთვის, რომელზეცაა დამოკიდებული ქვეყნის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი. მისი მეშვეობით ექსპორტი „იზრდება სანქციების გამო“, განუცხადა გამოცემას ყაზახეთში: ყაზახეთი ცდილობს მოსკოვთან კავშირების გაწყვეტას.

ყაზახეთში ნავთობისა და გაზის უმსხვილესმა მწარმოებელმა Tengizchevroil-მა გასულ წელს ბათუმში 252,5 ათასი ტონა ნავთობი გაგზავნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პორტში ტრანსპორტირება უფრო რთული და ძვირია, ვიდრე ნოვოროსიისკში.

„ბათუმი არის ალტერნატიული მიმართულება (რუსული პორტების), ეკონომიკა არ თამაშობს როლს“, - განუმარტა წყარომ Reuters-ს.

შეერთებული შტატები აქტიურად თანამშრომლობს ყაზახეთის ხელისუფლებასთან, რათა დაიწყოს ნავთობის ექსპორტი ქვეყნიდან რუსეთის გვერდის ავლით, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა ასტანაში დანიელ როზენბლუმმა გასული წლის ნოემბერში.

მისივე თქმით, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ როგორც ამერიკული კომპანიები, რომლებიც ყაზახეთის უმსხვილეს საბადოზე ნავთობს მოიპოვებენ, ასევე პარტნიორები სხვა ქვეყნებიდან.

ზაფხულში Kazmunaigas-მა აზერბაიჯანულ SOCAR-თან შეათანხმა წელიწადში 1,5 მილიონი ტონის, ანუ დღეში 30 000 ბარელის ექსპორტი. 2023 წლიდან ეს მოცულობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები