"ემპათიის" კონსულტაციით, სააკაშვილი მხოლოდ სიცოცხლის შესანარჩუნებელ კალორიებს იღებს, მივმართავ ცენტრის ხელმძღვანელს, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს"

02-02-2023 15:46:55 საზოგადოება

"ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციის "ემათია" წარმოამდგენლებს "ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს".

მისი თქმით, "ემპათიის" კონსულტაციით, სააკაშვილი მხოლოდ სიცოცხლის შესანარჩუნებელ კალორიებს იღებს".

"ჩვენი პირველი, მთავარია ამოცანა არის პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, ამიტომ ნუ გვიშლიან ამაში ხელს. ჩვენ პაციენტს არასდროს არ დავადანაშაულებთ და ვერ დავადანაშაულებთ ვერაფერში, მაგრამ ფაქტია ის, რომ პაციენტი ასრულებს მათ ["ემპათიის"] რეკომენდაციებს. კალორაჟი, ყველაფერი ეს შერჩეულია, კონსულტირებულია იმ ჯგუფის ექიმების მიერ და შესაბამისად პაციენტი ექვემდებარება მას. ანუ ეს არის ის კალორაჟი, რომელიც არის მინიმალური რაოდენობა სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად, მაგრამ არა მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თუ არა გასაუარესებლად, ამიტომაც მე წინა გამოსვლებშიც ვთქვი, რომ მისი მდგომარეობა თუ ასე გაგრძელდება შეიძლება დამძიმდეს, წონაში კლებაც იყოს, ეს ადამიანები ჩასაფრებულები არიან რომ პაციენტმა გრამები მოიკლოს", - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედშია“. როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები