Accentnews.ge
"დასავლეთი ისურვებდა, საქართველო რუსეთისთვის "გამაღიზიანებლად" ექცია, თუმცა საქართველოს მთავრობა ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს"

"დასავლეთი ისურვებდა, საქართველო რუსეთისთვის "გამაღიზიანებლად" ექცია, თუმცა საქართველოს მთავრობა ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს"

02/02/2023 09:44:31 პოლიტიკა

"დასავლეთი განვითარებადი ქვეყნების ნეიტრალიტეტს პატივს არ სცემს და ისურვებდა, საქართველო რუსეთისთვის "გამაღიზიანებლად" ექცია, თუმცა საქართველოს მთავრობა ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს", - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

იმავე ნარატივებს აჟღერებენ საქართველოს მმართველი ძალის ზოგიერთი წარმომადგენლები, ასევე "ქართულ ოცნებას" გამოყოფილი წევრები, რომლებმაც ანტიდასავლური "ხალხის ძალა" ჩამოაყალიბეს.

"ამჟამად საქართველოში პრეზიდენტის გარდა, არსებობს მთავრობაც, რომელიც სანქციებთან მიერთებისა და მეორე ფრონტის გახსნის (იქ უკვე ასეთი ტერმინოლოგიაც კია) მოთხოვნებით დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ აცხადებს: "იცით, ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესებით ვხელმძღვანელობთ, გვაქვს რუსეთთან ვაჭრობა, ტურიზმი, ვიღებთ ენერგომატარებლებს". ეს ყველაფერი პასუხობს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს. მაგრამ იმაში, რომ [დასავლეთი - რედ.] ისურვებდნენ, საქართველოც "გამაღიზიანებლად" ექციათ რუსეთისთვის და ვითარება სააკაშვილისეულ აგრესიულ ხანაში დაებრუნებინათ, ეჭვი არ მეპარება", - განაცხადა ლავროვმა "Россия 24"-ისა და "РИА Новости"-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S