NDI - გამოკითხულთა 80%–ს რუსეთის მთავრობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, 56% კი რუსი ხალხის მიმართ დადებითად არის განწყობილი

02-02-2023 13:18:12 საზოგადოება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის მთავრობის მიმართ ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. შეკითხვაზე, საერთო ჯამში, როგორი დამოკიდებულება გაქვთ რუსეთის მთავრობის მიმართ: დადებითი -13%; უარყოფითი – 80%; არ ვიცი -6%; უარი პასუხზე -2%.

NDI-ს კვლევის მიხედვით, რუსეთის მთავრობისგან განსხვავებით, მოსახლეობის უმრავლესობა რუსი ხალხის მიმართ დადებითად არის განწყობილი. შეკითხვაზე, საერთო ჯამში როგორი დამოკიდებულება გაქვთ რუსი ხალხის მიმართ. პასუხები ამგვარია: დადებითი- 56%; უარყოფითი -38% ;არ ვიცი – 6%; უარი პასუხზე -1%.

გამოკითხული მოქალაქეები ფიქრობენ, რომ საერთო ჯამში საქართველოს მოსახლეობა ფიქრობს, რომ რუსეთის მთავრობა და ხალხი ერთი არ არის. შეკითხვაზე, საერთო ჯამში, როგორი დამოკიდებულება გაქვთ რუსეთის მთავრობის/რუსი ხალხის მიმართ? დადებითი რუსეთის მთავრობის მიმართ -13%; დადებითი რუსი ხალხის მიმართ – 56%; უარყოფითი – რუსეთის მთავრობის მიმართ – 80%; რუსი ხალხის მიმართ- 38%; არ ვიცი – 6%.

კვლევის ავტორების ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები