
NDI – მთავრობის, პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის მუშაობის დადებითი შეფასება გაიზარდა
02/02/2023 08:23:23 საზოგადოება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, მთავრობის, პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის მუშაობის დადებითი შეფასება გაიზარდა.
კითხვაზე - როგორ შეაფასებდით მოქმედი მთავრობის მუშაობას? პასუხები ასე გადანაწილდა:
- კარგად - 51%
- ცუდად -39%
- არ ვიცი - 8%
- უარი პასუხზე -2%
ამავე კვლევებით, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის საქმიანობის უარყოფითი შეფასებები 8-10 პროცენტით შემცირდა. კითხვაზე - როგორ შეაფასებდით შემდეგი ინსტიტუტების საქმიანობას პასუხები ასე გადანაწილდა:
პრეზიდენტი
- კარგად - 14%
- საშუალოდ - 45%
- ცუდად - 32%
- არ ვიცი - 8%
პრემიერ–მინისტრი:
- კარგად - 31%
- საშუალოდ - 36%
- ცუდად - 27%
- არ ვიცი - 5%
პარლამენტი
- კარგად - 12%
- საშუალოდ - 50%
- ცუდად - 31%
- არ ვიცი - 6%
კვლევის მიხედვით, პრემიერის საქმიანობის შეფასება შედარებით დაბალია თბილისში და ოპოზიციის მხარდამჭერებში;
პრეზიდენტის საქმიანობის უარყოფითი შეფასება შედარებით დაბალია ოპოზიციის მხარდამჭერებში;
ხოლო, პარლამენტს ყველაზე კრიტიკულად თბილისსა და დიდ ქალაქებში, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერებში აფასებენ.
NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. აღნიშნული ანგარიში 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: ეკონომიკა, სიღარიბის აღქმა, ინსტიტუტები, საგარეო პოლიტიკა.