
პირველი აპრილიდან თეთრი ფერის ტაქსის მანქანებსი ავტობუსის ზოლში გადასვლა და მგზავრების აყვანა-ჩამოსმა შეეძლებათ
02/02/2023 07:53:09 საზოგადოება
დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შესაძლოა, ავტობუსის ზოლში გადასვლისა და მგზავრების აყვანა-ჩამოსმის ნებართვა ჰქონდეთ.
როგორც თბილისის მერმა განმარტა, აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მუშაობენ. კალაძემ ასევე, ტაქსების ახალ რეფორმაზეც ისაუბრა.
"პირველი აპრილიდან ვგეგმავთ, რომ A კატეგორიის ტაქსის მძღოლს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ავტობუსის ზოლში გადავიდეს, გააჩეროს, მგზავრი აიყვანოს, ან ჩამოსვას, მხოლოდ მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლება A კატეგორიის, ანუ თეთრი ფერის შესაბამისი მანიშნებლით ტაქსის მძღოლს. ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიურად ვმუშაობთ და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. ეს ყველაფერი, რაც კეთდება, პირდაპირ და გულწრფელად ვიტყვი, მხოლოდ და მხოლოდ ტაქსის მძღოლებისთვის კეთდება, რომ მათ დავეხმაროთ გვერდში დავუდგეთ, გვესმის ამ ადამიანების, დილიდან საღამომდე მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავიანთი ოჯახები არჩინონ, ოჯახებში გარკვეული თანხები შეიტანონ, ამიტომ მათ მხარდაჭერა, თანადგომა სჭირდებათ. პარალელურად იმისა, რომ ჩვენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვავითარებთ, გვინდა უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ავტობუსი, მიკროავტობუსი, მეტრო, ასევე მნიშვნელოვანია, ტაქსების მიმართულებით მოწესრიგება“, - განაცხადა კალაძემ.