Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – რუსეთის შეტევა მოგერიებულია 14 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის გენშტაბი – რუსეთის შეტევა მოგერიებულია 14 დასახლებულ პუნქტთან

02/02/2023 06:05:28 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 6 სარაკეტო დარტყმა, მათგან 4 დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტებზე: კრამატროსკზე, სლავიანსკსა და დრუჟკოვკაზე. ასევე, 4 საავიაციო დარტყმა და 73 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე აწარმოებს აქტიურ დაზვერვას და ცალკეულ მიმართულებებზე ახალი შეტევისთვის ემზადება. ეს მიმართულებები დაკონკრეტებული არ არის.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის შვიდ და დონეცკის ოლქის შვიდ დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტის რაიონში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S